კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ფოთში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 11 ფოთში გამოვლინდა

ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საეჭვო პაციენტების კვლევა.

„სულ ამ პერიოდისათვის გამოჯანმრთელებულია 3 158 პაციენტი, გარდაცვლილია 23, აქტიური პაციენტია 336, სტაციონარში იმყოფება 51, მათგან „ევექსის“ ფოთის ჰოსპიტალში მკურნალობის კურსს გადის 40 პაციენტი. კარანტინშია 16, ბინაზე კი, 269 პირი იმყოფება. რაც შეეხება თვითიზოლაციის რეჟიმს, მას 219 პირი გადის“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.