კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 10 667 თბილისში გამოვლინდა, 3 566 იმერეთში, 2 207 აჭარაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 10 667 თბილისში გამოვლინდა, 3 566 იმერეთში, 2 207 აჭარაში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 76 205 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 594  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 76 205 კვლევა ტესტით, მათ შორის 48 711 კვლევა ანტიგენის ტესტით და 27 494 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 23 134 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 295 505.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 30.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 26.16% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.28%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 594 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 071 560.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 33 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 174 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 23 134 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 667 შემთხვევა, აჭარა – 2 207, იმერეთი – 3 566, ქვემო ქართლი – 1 379, შიდა ქართლი – 1 050, გურია – 572, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 1 611, კახეთი – 1 014, მცხეთა-მთიანეთი – 497, სამცხე-ჯავახეთი – 449, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 122.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 208 745 საიდანაც: 5 840 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 347, აჭარაში – 813, იმერეთში – 1 234. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 151 პირი, მათ შორის, თბილისში – 450, აჭარაში – 146, იმერეთში – 361. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 44, იმერეთში – 27.
1 954 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 203 – თბილისში, 549 – აჭარაში.
200 951 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 51 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 48, ხოლო აჭარაში – 3“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.