კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 575 თბილისში გამოვლინდა, 543 იმერეთში, 280 შიდა ქართლში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 50 623 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 623 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 925 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 698 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 454 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 882 822-ს. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.06% ხოლო 7 დღის მანძილზე – 7.74%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 334 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 825 442. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 12 631 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 454 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 575 შემთხვევა, აჭარა – 148, იმერეთი – 543, ქვემო ქართლი – 226, შიდა ქართლი – 280, გურია – 93, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 236, კახეთი – 166, მცხეთა-მთიანეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 84, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 44 723 საიდანაც: 6 266 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 472, აჭარაში – 520, იმერეთში – 1 316. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 555 პირი, მათ შორის, თბილისში – 606, აჭარაში – 122, იმერეთში – 457. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 344 პირი, მათგან თბილისში – 190, აჭარაში – 36, იმერეთში – 33. 1 172 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 745 – თბილისში, 255 – აჭარაში. 37 285 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 35 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 33, ხოლო აჭარაში – 2. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 9 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 296 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 39 574 ადამიანი“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.