კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 136 თბილისში, 164 იმერეთში, 115 კი, კახეთში გამოვლინდა
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 35 117 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 619 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %.
„Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 117 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 996 კვლევა ანტიგენის ტესტით და 14 121 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 862 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 379 673-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.3 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 4.0% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.26%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 619 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 360 558-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 479 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 862 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 136 შემთხვევა, აჭარა – 98, იმერეთი – 164, ქვემო ქართლი – 104, შიდა ქართლი – 56, გურია – 11, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 64, კახეთი – 115, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 610 საიდანაც 3 705 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 266, აჭარაში – 187, იმერეთში – 417.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 728 პირი, მათ შორის, თბილისში – 388, აჭარაში – 44, იმერეთში -148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში – 133, აჭარაში – 2, იმერეთში – 9“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, 924 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 677 – თბილისში, 242- აჭარაში. 8 981 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 1. სულ 6 ოქტომბრიდან – 12 ივლისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 941 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 005 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 3 173, პირი, აჭარაში – 847, იმერეთში – 1 032.