გურიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია ჩოხატაურში 21 წლის ქალბატონს აღმოაჩნდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ნატო ჯიბუტის თქმით, ახალგაზრდა ქალი „დონას“ კლასტერს მიეკუთვნება. ქალბატონი საკონდიტროში როგორც მომხმარებელი, იმყოფებოდა.
„ქალბატონს ჰქონდა საეჭვო კლინიკური ნიშნები, ჩაუტარდა კვლევები და დაუდასტურდა „კოვიდ 19“. ამჟამად, იგი ბათუმშია გადაყვანილი. ახლა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ქალბატონის კონტაქტების კვლევას აწარმოებს“, – განაცხადა ნატო ჯიბუტმა.