კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, რვა გურიაში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, რვა გურიაში გამოვლინდა

ქვეყანაში დაფიქსირებული კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევიდან, რვა გურიაში გამოვლინდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურიის განყოფილებაში აცხადებენ. ორგანიზაციის დირექტორის, არჩილ მჟავიას განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, გურიაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება.

„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. მიუხედავად მომატებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლირებადი და სტაბილურია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ.