კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევიდან 84 გურიაში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა პროფესიის ადამიანები არიან.
„გაგრძელდება საეჭვო პაციენტების კვლევები. ახლაც მიმდინარეობს მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება. შესაძლოა, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს, რადგან საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 450 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 2 053 შემთხვევა, აჭარაში – 453, იმერეთში – 931, ქვემო ქართლში – 339, შიდა ქართლში – 528, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 434, კახეთში – 386, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 33.