კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევიდან 123 გურიაში გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 784 შემთხვევა, აჭარაში – 683, იმერეთში – 662, ქვემო ქართლში – 292, შიდა ქართლში – 192, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 247,კახეთში – 228,მცხეთა-მთიანეთში – 127, სამცხე-ჯავახეთში – 93, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 41.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 058 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 34 პაციენტი.