კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევიდან 80 გურიაში გამოვლინდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულები სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები არიან.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ წუთს შეიძლება, შეიცვალოს. ამდენად, რთული სათქმელია, ინფიცირებულთა ზუსტი რიცხვი. საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.
ამასთან, დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 801 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 293 შემთხვევა, აჭარა-475, იმერეთი-793, ქვემო ქართლი-270, შიდა ქართლი-232, სამეგრელო-ზემო სვანეთი-371, კახეთი-129, მცხეთა-მთიანეთი-70, სამცხე-ჯავახეთი-62, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-26.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 3 801 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 3 200 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.