კორონავირუსი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა
კორონავირუსი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა

ქალაქ ტულსაში დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის კიდევ ორ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ტრამპის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოკლაჰომას ქალაქ ტულსაში აქცია 20 ივნისს ჩაატარა. ღონისძიებამდე მისი საარჩევნო კამპანიის ექვს წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„ტულსაში საარჩევნო კამპანიის თანამშრომლების ტესტირების მორიგი რაუნდის შედეგად, კორონავირუსი დაუდასტურდა ჯგუფის კიდევ ორ წევრს“, – განაცხადა შტაბის წარმომადგენელმა.

მისი ცნობით, აღნიშნული პირები 19 ივნისის აქციას ესწრებოდნენ, თუმცა მთელი ღონისძიების განმავლობაში პირბადეები ეკეთათ.

ამჟამად დაწყებულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების დადგენა.