კორი ანდერსონმა ბელატორის სადებიუტო ბრძოლაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა
კორი ანდერსონმა ბელატორის სადებიუტო ბრძოლაში შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა

კორი ანდერსონმა (14-5 MMA, 1-0 BMMA) გუშინ ბელატორის პრომოუშენში სადებიუტო ბრძოლა გამართა. UFC-ის ყოფილი მებრძოლი მელვინ მანჰოეფს დაუპირისპირდა და მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა.

ბრძოლის პირველივე წამებიდან ანდერსონი დამაჯერებელ უპირატესობას ფლობდა. ანდერსონს მეტოქის „დაფინიშება“ პირველი რაუნდის ბოლოსაც შეეძლო, თუმცა მანჰოეფმა სერიოზულ ზეწოლას გაუძლო და რაუნდის დასრულება შეძლო.

მეორე რაუნდში კი კორიმ მეტოქეს პარტერში იდაყვით ძალიან მძიმე დარტყმები მიაყენა და ტოდ ანდერსონს ბრძოლის ნაადრევად შეჩერება მოუხდა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის კორი ანდერსონმა ბელატორთან კონტრაქტი მიმდინარე წლის აგვისტოში გააფორმა. UFC-ში მან ბოლო ბრძოლა იან ბლაჰოვიჩის წინააღმდეგ გამართა და პირველ რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა.