კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები შეწყდა
კორეის ნახევარკუნძულზე აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები „განუსაზღვრელი ვადით შეწყდა“, ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სააგენტო AFP-ს განუცხადა.
აშშ-ს სამხრეთ კორეაში 28 500 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს განთავსებული. ჩრდილო კორეის ხელისუფლება აშშ-სამხრეთ კორეის წვრთნებს შეჭრის პროვოკაციულ რეპეტიციად განიხილავდა.
ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით, 12 ივნისს სინგაპურის კუნძულ სენტოსაზე დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე დონალდ აშშ-ის და ჩრდილო კორეის პრეზიდენტები კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებაზე შეთანხმდნენ.