კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე - ვიმედოვნებ, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი შექმნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის კიმ ჩინ-ფიოს განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფება კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეაში.
მისივე თქმით, იმედი აქვს, კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი პარლამენტებს შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს შექმნის.
„ჩვენ ვსაუბრობთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე. მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობა და ჩართულობა. მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბოლო პერიოდში მეორედ ვხვდები. ჩვენ მომავალ წელს აღვნიშნავთ საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს. ვიმედოვნებ, კორეაში თქვენი ვიზიტი შექმნის პარლამენტებს შორის ურთიერთობების უფრო გაღრმავების ახალ შესაძლებლობებს. როგორც კი შესაძლებელი იქნება, საქართველოს ასამბლეის დელეგაციით ვეწვევი“, – განაცხადა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა.
პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან მამუკა მდინარაძე, შოთა ხაბარელი და ირაკლი მეზურნიშვილი, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ლევან მახაშვილი.