„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰეონ-მინ სონი იძულებული იქნება ორი კვირა იზოლაციაში გაატაროს კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო. ამის შესახებ განაცხადა ლონდონური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ.
ცნობილია, რომ კორეელმა ფორვარდმა მარჯვენა ხელი „ასტონ ვილასთან” მატჩში მოიტეხა და კლუბისგან მიიღო უფლება – ოპერაცია სეულში გაეკეთებინა.
„სეულიდან დაბრუნების შემდეგ, სონი მაშინვე არ შემოგვიერთდება. ზუსტად არ ვიცი სად იქნება, მაგრამ ცნობილია, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების გარკვეული პროტოკოლი“, – განაცხადა მოურინიომ გაზეთ „სანთან” კომენტარში.
სონმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 16 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.