სამხრეთ ამერიკის რანგით პირველ საკლუბო ტურნირზე – კოპა ლიბერტადორესზე ფინალის პირველი შეხვედრა გაიმართა. პორტუ-ალეგრიში სტადიონ Arena do Gremio-ზე ბრაზილიურმა “გრემიომ” არგენტინის “ლანუსს” უმასპინძლა.
“გრემიო” ფლობდა უპირატესობას (დარტყმების შეფარდება იყო – 10:2), მაგრამ 83-ე წუთამდე ვერ ახერხებდა ანგარიშის გახსნას.
საბოლოოდ, თამაშის ბედი 72-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა ვეტერანმა სისერომ გადაწყვიტა, რომელმაც თამაშის დასრულებამდე შვიდი წუთით ადრე გოლი გაიტანა და “გრემიომ” 1:0 მოიგო.
განმეორებითი შეხვედრა 30 ნოემბერს, არგენტინაში გაიმართება.