კონტე „ნაპოლის“ მაღალ ხელფასს სთხოვს - კლუბის პრეზიდენტისთვის ის მაინც პირველი კანდიდატია #1TVSPORT
„ნაპოლის“ პრეზიდენტისთვის, აურელიო დე ლაურენტისისთვის, ანტონიო კონტე მთავარი მწვრთნელობის უპირველეს კანდიდატად რჩება, მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი სპეციალისტი დიდი ხელფასს და შემადგენლობის გაძლიერებას ითხოვს – ინფორმაციას ნეაპოლური ტელეკომპანია Televomero ავრცელებს.
„ანტონიო კონტეს მწვრთნელად დანიშვნაზე „ნაპოლის“ მენეჯმენტი დიდი ხანია ფიქრობს. კონტე პერსონალის ჩათვლით ანაზღაურების სახით 15-დან 20 მილიონ ევრომდე ითხოვს.
აურელიო დე ლაურენტისი ამაზე სერიოზულად ფიქრობს. ის დარწმუნებულია, რომ ანტონიო კონტე გუნდს წარმატებას მოუტანს და ამასთნ, უდიდესი დადებითი გავლენა ექნება ფეხბურთელებზე.
სპეციალისტი, რომელიც წვრთნიდა „იუვენტუსს“, იტალიის ნაკრებს, „ჩელსის“, „ინტერსა“ და „ტოტენჰემს“, გარდა იმისა, რომ მაღალ ხელფასს ითხოვს, ასევე სურს ჰყავდეს ძლიერი შემადგენლობა, რომელიც სკუდეტოსთვის ბრძოლაში წარმატების გარანტია იქნება“, – ამტკიცებს ნეაპოლური ტელეკომპანია.