კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება

საქართველოს ახალი კონსტიტუციური პროექტი, რომლის ინიცირებაც დღეს მოხდა, ტერმინოლოგიურ ცვლილებასაც ითვალისწინებს.

პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს, რომლის შემადგენლობაში 300 ხმოსანი შედის.

კონსტიტუციურ პროექტში სიტყვა – ხმოსანი ჩანაცვლებულია სიტყვა – წევრით. შესაბამისად, ტერმინი „ხმოსანი“ ტერმინით – „საარჩევნო კოლეგიის წევრი“ იცვლება.

ახალი კონსტიტუციით, 2018 წელს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა ისევ პირდაპირი წესით მოხდება, ხოლო 2024 წელს – არაპირიდაპირი წესით.