კონსტიტუციური პროექტის განხილვის მონაწილეებს პირველი არხი სატელევიზიო ეთერს უთმობს
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საქართველოს კონსტიტუციური პროექტის განხილვის მონაწილეებს სატელევიზიო ეთერს უთმობს.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის წევრები, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.
პროექტთან დაკავშირებით შეკითხვების გამოგზავნის შესაძლებლობა ექნება ნებისმიერ მოქალაქეს. შეკითხვების გამოგზავნის ელექტრონული მისამართი და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით განხილვაში მონაწილეობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია 1tv.ge-ზე გამოქვეყნდება ორშაბათს, პირველ ივნისს. განხილვა კი გაიმართება 4 ივნისს, 22:30 საათზე.
შეგახსენებთ, კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო რამდენჯერმე გადაიდო.