კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის დასახელების ცვლილების კანონპროექტის განხილვა მოლდოვის პარლამენტში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა
კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის დასახელების ცვლილების კანონპროექტის განხილვა მოლდოვის პარლამენტში ჩხუბში გადაიზარდა. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
სოციალისტებმა და კომუნისტებმა ტრიბუნის ბლოკირება სცადეს, რის შემდეგაც საკანონმდებლო ორგანოში ჩხუბი დაიწყო.
„მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიის“ დეპუტატმა, ვერონიკა როშკამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ კანონპროექტი წარადგინა. ამ კანონპროექტის მიხედვით, მმართველი პარტია აპირებს, შეცვალოს ფორმულირება „მოლდოვური ენა“ „რუმინული ენით“.
მოლდოვის ოპოზიცია საკითხის გადასაწყვეტად რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.
დაპირისპირების მიუხედავად, კანონპროექტი პირველი მოსმენით 55 ხმით დაამტკიცეს.