კონსტანტინე მარადიშვილი - ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახია
კონსტანტინე მარადიშვილი - ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახია

მოსკოვის ცსკა-ს წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი 21 წლის შესრულდა. მან გუნდისგან მილოცვები მიიღო, კლუბის ოფიციალურმა გვერდმა კი ინტერვიუ ჩამოართვა.

კონსტანტინე მარადიშვილმა საკუთარ ოჯახზე, მშობლებსა და ოჯახურ გარემოზე და მის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„ჩვენს ოჯახში საჩუქრებს მაინცდამაინც ამ დღეს არ ვჩუქნით. ეს შეიძლება სხვა დღეს მოხდეს, ან რამე პირობის შესრულების შემდეგ – მაგალითად, მშობლები გვეუბნებოდნენ, თუ სკოლაში მეოთხედს სამიანის გარეშე დავასრულებდი, საჩუქარს მივიღებდი. მათ ახლაც პირველებმა მომილოცეს. ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი ოჯახია, ეს არის შენი სისხლი და ხორცი. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რომ გამზარდეს და გამხადეს ის ადამიანი, ვინც ვარ. მამაჩემი კობა ავთანდილის ძე მარადიშვილია, დედა – მარია იგორსი ასული პრიანიკოვა. მე ვამაყობ ჩემი მშობლებით და ძალიან მენატრება ბებია გალინა სერგეევნა, ბავშვობიდან მას გალიუნიას ვეძახდი. მას მუდამ ვურეკავ, რადგან ძალიან მიყვარს. ეს ის ადამიანია, რომელზეც ჩემი განწყობაა დამოკიდებული. მთელი თვე ოჯახიდან შორს ყოფნა ძნელია. როგორც კი მოსკოვში ჩავალთ, მაშინვე ვნახავ. ამიტომ ველოდები სახლში დაბრუნებას“, – ამბობს კონსტანტინე მარადიშვილი.

21 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა მოსკოვის ცსკა-ში ადგილი გასულ სეზონში დაიმკვიდრა, მიმდინარე სეზონში კი ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი მოთამაშე გახდა. ის ერთ-ერთი მამლუქია, რომლის გადაბირებაც საქართველოს ნაკრებს გააძლიერებდა. სამწუხაროდ, მარადიშვილი (რომელიც წარმოშობით გურჯაანელია) ახლა იმ აზრზეა, რომ რუსეთის სახელით თამაში სურს.