კონსტანტინე ანანიაშვილმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა დატოვა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, კონსტანტინე ანანიაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტში.
გავრცელებული ცნობით, ანანიაშვილმა თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად დღეს დადასტურდა.
კონსტანტინე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტს 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა.
ამ დროისთვის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი ასრულებს.