UFC-ის ირლანდიელ მებრძოლს კონორ მაკგრეგორს სერიოზული სანქციები ელოდება იმ ინციდენტისთვის, რომელიც დუბლინში Bellator 187-ის ტურნირის მსვლელობისას მოხდა, – იტყობინება BBC.
მაკგრეგორი ოქტაგონზე შეიჭრა, რათა პოლ რედმონდზე გამარჯვება მიელოცა თანამემამულე ჩარლი უორდისთვის. რეფერი მარკ გოდარტმა კონორს ხელს უბიძგა და ის უორდს მოაშორა, რის შემდეგაც, მაკგრეგორი მსაჯისკენ გაიწია და ხელიც ჰკრა მას.
ახლა, 29 წლის ირლანდიელის საქციელს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.