ჟურნალისტი არიელ ჰელვანი (ESPN) ავრცელებს ინფორმაციას, რომ კონორ მაკგრეგორმა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთარ მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
ირლანდიელი მებრძოლის თქმით, ის 18 იანვარს “ტი მობაელ” არენაზე გამართავს ორთაბრძოლას. კონორმა ჯერჯერობით არ დააკონკრეტა, თუ ვის დაუპირისპირდება ოქტაგონზე დაბრუნების შემდეგ. თუმცა, ყველაზე რეალურ კანდიდატებად დონალდ სერონე და ჯასტინ გაეტჯი ითვლებიან.
არიელ ჰელვანის განცხადებით უფრო ახლოს კონორთან დასაპირისპირებლად „კავბოის“ კანდიდატურაა.
ირლანდიელმა სხვა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მაკგრეგორს 2020 წელს სამი ბრძოლის გამართვა სურს.
ირლანდიელს მასვიდალი-დიასისა და ნურმაგომედოვი – ფერგიუსონს შორის გამარჯვებულებთან დაპირისპირება სურს.
თუ ნურმაგომედოვი ფერგიუსონს დაამარცხებს, მაკგრეგორი დაღესტნელთან ბრძოლას მოსკოვში აპირებს.