კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფინალში საქართველოს პირველი არხის სამი ჟურნალისტი მოხვდა
კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფინალში საქართველოს პირველი არხის სამი ჟურნალისტი მოხვდა.
კონკურსზე ნომინაციაში – „ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში“ წარდგენილი არიან საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები – ქეთი თუთბერიძე და ნატა ტაბიძე. ხოლო ნომინაციაში „საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში“ ასევე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ანა მასხარაშვილი.
ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ ფინალისტები ცნობილია შვიდ კატეგორიაში.
გაიცანით ფინალისტები და წაიკითხეთ მათი ნამუშევრები: https://eu4georgia.eu/ka/euprizeforjournalism/
გამარჯვებულების სანახავად თვალი ადევნეთ ჩვენს Facebook გვერდს.
მადლობას ვუხდით ყველა აპლიკანტს მონაწილეობისათვის და წარმატებებს ვუსურვებთ ფინალისტებს“, – აღნიშნულია ევროკავშირის წარმომადგენლობის „ფეისბუქის“ გვერდზე.