კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ორი ეკონომიკური აგენტი განმეორებით დააჯარიმა
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ორი ეკონომიკური აგენტი განმეორებით დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სათარჯიმნო-მთარგმნელობითი მომსახურების სფეროში მოქმედი ეკონომიკური აგენტები განმეორებით დააჯარიმა.

როგორვ კონკურენციის ეროვნული სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკური აგენტების მიმართ მოკვლევა, რომელიც „დელტა დეველოპმენტ გრუპის“ საჩივრის საფუძველზე მიმდინარეობდა, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს დაასრულა.

„მოკვლევის შედეგების მიხედვით, მხარეებს შორის შეთანხმებული ქმედება დადასტურდა. შესაბამისად, დაეკისრათ ფინანსური სანქცია და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. კონკურენციის ეროვნული სააგენტო ამ დროისათვის მოკვლევის ექვს საქმეს სწავლობს, 2023 წელს უწყებამ ორი მოკვლევა დაასრულა და ორივე შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა. ამავე პერიოდში ექვს საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება იქნა მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.