კონგრესმენი ვიქტორია სპარცი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო მისი წინადადება მექანიზმის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის აშშ-ის დახმარებას აკონტროლებს
კონგრესმენი ვიქტორია სპარცი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო მისი წინადადება მექანიზმის შესახებ, რომელიც უკრაინისთვის აშშ-ის დახმარებას აკონტროლებს

ამერიკის წარმომადგენლობითი პალატის წევრი ვიქტორია სპარცი აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ უარყო მისი წინადადება აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით. ამის შესახებ კონგრესმენმა „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„პრობლემა ერმაკი არ არის. თქვენს ქვეყანაში არსებობს პრობლემები, რომლებიც არ გვარდება. და როცა მე ვკითხულობ რატომ არ გვარდება ეს პრობლემები, ჩვენი ხალხი მეუბნება, რომ ერმაკის გამო. სწორედ ამიტომ წამოიწია ეს საკითხი“, – განაცხადა კონგრესმენმა.

ვიქტორია სპარცის თქმით, მას და ბევრ რესპუბლიკელ და დემოკრატ კონგრესმენს აინტერესებს, როგორ იხარჯება უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სახსრები.

„ამ ეტაპზე ამის შემოწმების სისტემა არ არსებობს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რასაც გაძლევთ, დაიხარჯოს იქ, სადაც საჭიროა და თქვენმა სამხედროებმა ის მიიღონ. არ გავახმაურებ დეტალებს, თუ ამას ვიტყვი, რუსეთი ისეთ პროპაგანდას დაიწყებს, რომ თქვენ პრობლემები შეგექმნებათ“, – აღნიშნა სპარცმა.