კონგრესმენი სტივ კოენი - სააკაშვილი მართავდა ციხის დრაკონულ სისტემას, მას იყენებდა ადამიანების დასასჯელად, ახლა ციხეშია, საშინლად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეშიც იყოს
საქართველოში ვიმყოფებოდი 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ მივიდა ხელისუფლებაში, ივანიშვილმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ იქნებოდა რეფორმატორი და ეს ნამდვილად იყო კარგი ოცნება. ბატონი მიხეილ სააკაშვილი მაშინ მართავდა ციხის დრაკონულ სისტემას და მას იყენებდა ადამიანების დასასჯელად, – ამის შესახებ კონგრესმენმა სტივ კოენმა კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებით გამართული განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა სააკაშვილი ციხეშია, მას საშინლად ეპყრობოდნენ და ფიქრობს, რომ შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეშიც იყოს.
„მე საქართველოში ვიმყოფებოდი 2012 წელს, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. იმ დროს ბატონი ივანიშვილმა შექმნა შთაბეჭდილება, რომ იქნებოდა რეფორმატორი და ეს ნამდვილად იყო კარგი ოცნება. ბატონი სააკაშვილი მაშინ მართავდა ციხის დრაკონულ სისტემას და მაშინ მას ჰყავდა ძლიერი ოპოზიცია, რადგანაც ციხის სისტემას ის იყენებდა ადამიანების დასასჯელად. ბატონი ივანიშვილი ძალაუფლებას, უკვე 12 წელია, ინარჩუნებს. ის არ არის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი, მაგრამ არის რეალური მმართველი. მე არ მიყვარს ადამიანების განსჯა პირველი შეხედვით. ივანიშვილი როდესაც პირველად ვნახე, ვიფიქრე, რომ ეს არ არის ოცნება. ის ჰგავდა კორპორაციებში მომუშავე ბიზნესმენებს, რომლებსაც ყველაფრის მართვა სურთ, რომლებიც არიან ავტოკრატიული ტიპის ადამიანები, ძალაუფლების მქონე ადამიანები და ეძებენ გზებს საკუთარი სურვილებისა და ინტერესების გასაფართოებლად. როგორც ჩანს, ის, რაც პირველი შეხედვით ვიფიქრე ივანიშვილზე, მართალი აღმოჩნდა. ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, ის იქ უკვე დიდი ხანია, იმყოფება და მას საშინლად ეპყრობოდნენ. მე გახლავართ ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი პოლიტპატიმრების საკითხებში და მე შეშფოთებული ვარ სააკაშვილის გამო, რომელიც პოლიტპატიმარია. ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და შესაძლოა, მისი სიცოცხლე საფრთხეშიც იყოს“, – აღნიშნა კონგრესმენმა.