კონგრესმენი ჯო ვილსონი - საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, გვინდა, ერთ დღეს ქვეყანა ვიხილოთ ნატო-ს წევრად
კონგრესმენი ჯო ვილსონი - საქართველო შესანიშნავი ქვეყანაა, გვინდა, ერთ დღეს ქვეყანა ვიხილოთ ნატო-ს წევრად

არაერთხელ ვწვევივარ საქართველოს, რომელიც შესანიშნავი ქვეყანაა და რომლის შესანიშნავი ხალხისთვის საუკეთესო გვსურს, გვინდა, რომ ერთ დღეს ქვეყანა ვიხილოთ ნატო-ს წევრად და საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ეს სარგებელი, რომელიც ახლა რეალური გახდა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, – ამის შესახებ კონგრესმენმა სამხრეთ კაროლინის შტატიდან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო ვილსონმა საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში განუცხადა.

„ერთი რამ ცხადია, რომ ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და ის არ არის საფრთხე არცერთი ერისთვის, არც რუსი ხალხისთვის. აი, მსოფლიო დამნაშავე პუტინი კი საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე ცივილიზაციისთვის. საქართველოში ჩემი ვიზიტი ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძალიან ნიჭიერი ხალხია, რომელსაც საუკეთესოს ვუსურვებთ.

სიახლე, რომ რუსეთი სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს აფხაზეთში, მიუღებელია. შავი ზღვა უნდა იყოს სტაბილურობის სივრცე, პროგრესი, რომელსაც რუმინეთმა და ბულგარეთმა მიაღწიეს, თურქეთის ფაქტორი. შავი ზღვის რეგიონი უნდა იყოს შეიარაღებისგან თავისუფალი ადგილი, სადაც მსოფლიო კეთილდღეობისთვის იქმნება ბიზნესი. ყველაფერი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავამხნევოთ ქართველი ხალხი, უზრუნველვყოთ მათი დამოუკიდებლობა და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ჯო ვილსონმა.