კონგრესმენი დევიდ სისილინი - დიდი მადლობა საქართველოს, რომ იდგა აშშ-ის გვერდით მაშინ, როცა კენჭი უყარეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობიდან რუსეთის გაძევებას
კონგრესმენი დევიდ სისილინი - დიდი მადლობა საქართველოს, რომ იდგა აშშ-ის გვერდით მაშინ, როცა კენჭი უყარეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობიდან რუსეთის გაძევებას

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს, რომ დგას ამერიკის შეერთებული შტატების გვერდით მაშინ, როცა კენჭი უყარეს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობიდან რუსეთის გაძევებას, – ამის შესახებ კონგრესმენმა, დევიდ სისილინმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც კონგრესმენმა აღნიშნა, აშშ საქართველოს ამაყი პარტნიორი იქნება.

„იმედი გვაქვს, რომ განვაგრძობთ პროგრესს ნატო-ს წევრობის მიმართულებით, რადგან ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს ძლიერი სამუშაო, რაც გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას. ნამდვილად ამერიკის შეერთებული შტატები თქვენი ამაყი პარტნიორი იქნება ამ მიმართულებით, ნამდვილად ეს არის პრერეკვიზიტი ნატო-ს წევრობისთვის, ანუ უნდა განაგრძოთ ასე მუშაობა და ამერიკის შეერთებული შტატებიდან სრული მხარდაჭერა გექნებათ ამ მიმართებით“, – განაცხადა კონგრესმენმა.