კონგრესმენი ალექს მუნი - დღეს კონგრესმა მიიღო შესწორება, სადაც საუბარია საქართველოს მხარდაჭერაზე და ამით კამყოფილი ვარ
კმაყოფილი ვარ, რადგან დღეს კონგრესმა მიიღო შესწორება, ასიგნებების კომიტეტში და ამ შესწორებაში საუბარია საქართველის მხარდაჭერაზე, ისევე როგორც „საქართველოს მხარდამჭერ აქტში“, რომელსაც ჩვენც ვუერთდებით, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დასაცავად, – ამის შესახებ საქართველოში მყოფმა რესპუბლიკელმა კონგრესმენა ალექს მუნმა განაცხადა.
რაც შეეხება საქართველოში ვიზიტს, კონგრესმენის თქმით, საქართველოში მეორედ იმყოფება და აქ თავს ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში.
„აქ ვართ ჩვენს ქართველ მეგობრებთან შესახვედრად. მე საქართველოში თავს ვგრძნობ ისე, როგორც საკუთარ სახლში. ჩემთვის ეს მეორე ვიზიტია საქართველოში. პირველად ორი წლის წინ ვიყავი ადამ კინზინგერთან ერთად. იმედი მაქვს, მომავალშიც კიდევ ვესტუმრები საქართველოს. ჩვენ აქ ვართ საქართველო-აშშ-ის მეგობრობის ასოციაციის მოწვევით, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბებას უჭერს მხარს. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ მხარდაჭერისთვის.
კმაყოფილი ვარ, რადგან ვნახე, რომ დღეს კონგრესმა მიიღო შესწორება, კერძოდ, ასიგნებების კომიტეტში და ამ შესწორებაში საუბარია საქართველის მხარდაჭერაზე, ისევე როგორც „საქართველოს მხარდამჭერ აქტში“, რომელსაც ჩვენც ვუერთდებით, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს რუსეთის აგრესიისგან დასაცავად და მხარი დავუჭიროთ კარგ საერთაშორისო ურთიერთობებს. კერძოდ კი, გავაგრძელოთ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების ძალისხმევა, რომ საქართველოს ჰქონდეს მეტი თავისუფალი ვაჭრობა. ჩვენ შევხვდით აშშ-ის ელჩს და განვიხილეთ ფინანსური კორპორაციის განვითარება, რათა მას ჰქონდეს თბილისში ოფისის შესაძლებლობა, რომ აშშ-მა მეტი ინვესტიცია შემოიტანოს ამ ქვეყანაში, წააქეზოს თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება აშშ-სა და საქართველოს შორის“, – განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნმა.
მისივე განმარტებით, საქართველო იყო საუკეთესო პარტნიორი სამხედრო თანამშრომლობის კუთხით. ამასთან, ალექს მუნის განცხადებით, შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
„ჩვენ ვიცით, რომ საქართველო მუშაობს ევროკავშირთან. ჩვენ გვჭირდება მეგობრები მსოფლიოს ამ ნაწილში და საქართველო იყო საუკეთესო პარტნიორი სამხედრო თანამშრომლობის კუთხით. ცხადია, ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს შეშფოთებას და წუხილს. დედაჩემი კუბელია და კომუნისტებმა მათი ქვეყანა დაიპყრეს, ჩვენ ვიცით, რომ ახლა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ამის გამო შეშფოთებული ვართ“, – აღნიშნა კონგრესმენმა ალექს მუნმა, რომელმაც განმარტა, რომ აქ იმყოფებიან საქართველოს მომავლის მხარდასაჭერად.
„ჩვენ განვიხილეთ, როგორ შეიძლება საქართველოსა და აშშ-ის პარტნიორობის განვითარება. ვიცით, რომ არჩევნები ახლოვდება. ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, რომ ის იყოს ამერიკის მსგავსად ძლიერი დემოკრატია, რესპუბლიკური ღირებულებებით, რწმენის ქვეყანა, ეს მნიშვნელოვანია. და ჩვენ აქ ვართ საქართველოს მომავლის მხარდასაჭერად, ვინც არ უნდა იყოს და როგორიც არ უნდა იყოს ის, ჩვენ გვინდა, უბრალოდ ვიყოთ მეგობრები და მხარი დაგიჭიროთ“, – განაცხადა კონგრესმენმა ალექს მუნმა.