კონგოში გაერო-ს მისიაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 14 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაერო-ს მისიაზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 14 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, ხოლო 50-ზე მეტი მოქალაქე დაშავდა. მოკლულია ხუთი კონგოელი სამხედრო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN გაერო-ზე დაყრდნობით აქვეყნებს.
თავდასხმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ჩრდილოეთ კივუში მდებარე გაერო-ს ბაზაზე განხორციელდა.
სააგენტო Reuters-ის მონაცემებით, მიმდინარეობს დაშავებულთა ევაკუაცია. გავრცელებული ინფორმაციით, გაერო-ს მისიის ბაზას რამდენიმე შეიარაღებული პირი დაესხა თავს.
როგორც გაერო-ს წარმომადგენელმა განაცხადა, გარდაცვლილთა შორის უმეტესობა ტანზანიელი სამხედროა.
კონგოში გაერო-ს მშვიდობისმყოფელთა მისია 1999 წლიდან არის განთავსებული.