კონფლიქტის დასარეგულირებლად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას გეგმავს
კონფლიქტის დასარეგულირებლად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას გეგმავს.
„პირველ რიგში ისინი, თალიბები საუბრობენ დარეგულირებაზე, შეთანხმებაზე. თუ ეს მოხდება, ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენ ჯარებს. ვნახოთ, რა იქნება. მაგრამ, ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ „თალიბანთან“ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ავღანეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, ზალმაი ხალილზადის თქმით, კონფლიქტის დარგულირების სავარაუდო გეგმა შეთანხმებულია, თუმცა „თალიბანი“ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს.