თბილისში კონფერენცია „გლობალური გადაწყვეტები უსადენო ტექნოლოგიებში“ გაიმართა
თბილისში კონფერენცია „გლობალური გადაწყვეტები უსადენო ტექნოლოგიებში“ გაიმართა

„გლობალური გადაწყვეტები უსადენო ტექნოლოგიებში“ – საინფორმაციო/სასწავლო ხასიათის კონფერენცია ამ სახელწოდებით სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში Cambium Networks-ის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო ზომის, რეგიონული ინტერნეტსერვისების მიმწოდებლების ინფორმირებას ქართულ ბაზარზე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს აპარატურის ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე, რომელიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ზომის რეგიონული ინტერნეტსერვის პროვაიდერების ტექნიკური პრობლემების მოგვარებას და ამ გზით რეგიონებში ინტერნეტის მიწოდების დეფიციტის აღმოფხვრას.

კონფერენციას ქვეყანაში მოქმედი ინტერნეტსერვისების მიმწოდებელი, ასევე ინტეგრატორი კომპანიები და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც აქტიური შეხება აქვთ კავშირგაბმულობის სფეროსთან და უშუალოდ იყენებენ სხვადასხვა მწარმოებლის რადიო-სარელეო და საბაზო ინფრასტრუქტურას.