კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიაგარემოს შესახებ ლექცია ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „მედია გარემო და მედიის რეგულირება“ ჩატარდა, რომელიც მიზნად სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
ლექციას კომუნიკაციების კომისიის წევრი ივანე მახარაძე გაუძღვა და მონაწილეებს საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიომაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიის განვითარებაში.
მედიისა და სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ კომუნიკაციების კომისიის საინფორმაციო შეხვედრები მომავალში საქართველოს სხვა უნივერსიტეტებშიც გაგრძელდება.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახური ავრცელებს.