კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში სტარტაპერებისთვის სემინარი „შეცდომები და შესაძლებლობები“ ჩატარდა
კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში დამწყები სტარტაპერებისთვის პრაქტიკული ტრენინგი „იდეიდან პროდუქტამდე: შეცდომები და შესაძლებლობები“ ჩატარდა.
შეხვედრას მეწარმე და Kernel-ის თანადამფუძნებელი, ბექა დალაქიშვილი გაუძღვა, რომელმაც, სტარტაპის საწყისი ეტაპის გავრცელებული შეცდომების თავიდან არიდების მიზნით, მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ტრენინგის ფარგლებში, განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა გუნდის შეკრება და ეფექტური მართვა, ძლიერი სამუშაო კულტურის ჩამოყალიბება, გუნდში დავალებების განაწილების ხელოვნება, თანადამფუძნებლის სწორად შერჩევა და პირველი ინვესტიციის მოზიდვის გზები.
ამასთან, შეხვედრის განმავლობაში, მონაწილეები ჩაერთნენ პრაქტიკულ სემინარში, რომლის ფარგლებშიც იმუშავეს იდეალური მომხმარებლის პროფილის (ICP), ფასეულობის შეთავაზების, MVP-ისა და მომხმარებლის კითხვარის შედგენაზე. ღონისძიება გავრცელებული შეცდომების განხილვითა და ნაცადი სტრატეგიების გაზიარებით, ემსახურებოდა დამწყები და მომავალი სტარტაპერების, დამფუძნებლებისა თუ ინოვატორების დახმარებას მინიმალური დაბრკოლებებით თავიანთი იდეების წარმატებულ პროდუქტებად გარდაქმნაში.
სტარტაპერების ხელშეწყობის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე წელია, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.
ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.