კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ გააფრთხილა. საუბარია კომპანიების მიერ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებისა და უწყებების დაბალი, დემპინგური ფასებით მომსახურებაზე.
კომისიის ინფორმაციით, 2017 წელს მიღებულ ზარალს „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ სხვა წყაროებიდან აბალანსებდნენ, რაც კანონისა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევაა.
კომპანიების წარმომადგენლებმა დარღვევა აღიარეს. თუმცა, აღნიშნეს, რომ ტენდერის დაწყების დროისთვის აბონენტთა მოხმარებაზე განსხვავებული პროგნოზი ჰქონდათ, ფაქტობრივი მაჩვენებელი კი სხვა აღმოჩნდა.
„სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს სურათი“, – განაცხადა სხდომაზე „ჯეოსელის“ იურისტმა და კომისიას სთხოვა, არ დააკისროს კომპანიას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. თუმცა, ეს არგუმენტი კომისიამ არ გაითვალისწინა და კომპანიები გააფრთხილა.