კომუნიკაციების კომისიამ იმ კომპანიების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც 2024 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ
2024 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 17.9 მილიონი ლარი მიიღეს. კომუნიკაციების კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „მთავარი არხის“, „პოსტვის“, „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „ჯი-დი-ეს თი-ვის“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტი გადაუხადეს. ინფორმაციას ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისია აქვეყნებს.
„2024 წლის II კვარტალში „ტელეიმედს” 161 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც ყველაზე მეტი – 100 000-დან 500 000 ლარამდე Henkel Central Asia Caucasus LLP-მა, „პსპ ფარმამ“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „დიპლომატ ჯორჯიამ“, „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“, „ბერლინ-ქიმიის წარმომადგენლობამ საქართველოში“, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ“, „ავერსი ფარმამ“, „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ“ და „გლობალ ბიერ ჯორჯიამ“ დახარჯეს.
„რუსთავი 2“-ს (მედია ჰოლდინგი) 2024 წლის მეორე კვარტალში სულ 156 დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმამ“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“, „ავერსი ფარმამ“ და „ვიმ ბილ დან საქართველომ“, ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე „შპს ორთაჭალა გეითმა“, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა“, „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“, „მარტინ პამაჩმა“, FICOSOTA-მ და „ლაქტალის ჯორჯიამ“ გადაიხადეს.
„მთავარ არხს“ ამავე პერიოდში სულ 68 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც 100 000-დან 500 000 ლარამდე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ,“, „პსპ ფარმამ“, „დიპლომატ ჯორჯიამ“, „ავერსი ფარმამ“ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დახარჯეს. 50 000-დან 100 000-მდე გადაიხადეს „ბერლინ ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯიამ“ და „ჯი ემ ფარმასიუთიქალსმა“, ხოლო კომპანებს, რომლებმაც მაუწყებელს 7 000-დან 50 000-მდე ლარი გადაუხადეს, Henkel Central Asia Caucasus LLP-ი, „ვიმ ბილ დან საქართველო“ და „საქართველოს უნივერსიტეტი“ წარმოადგენენ.
„პოსტვისთვის“ რეკლკამის დამკვეთების რაოდენობა 2024 წლის II კვარტალში 45 იყო, აქედან კი ყველაზე მეტი – 100 000-დან 500 000 ლარამდე „შპს ჯეოკეპმა“, „სადისტრიბუციო კომპანიამ“, „შპს ბუნებრივმა აირმა“ „სტერეო+“-მა და „რესპუბლიკამ“ გადაიხადეს. 50 000-დან 100 000-მდე დახარჯეს „ქართული რძის პროდუქტებმა“, ასევე, „ტიფლის ფაბმა“ და „ფალავანმა“. „ნესტლე საქართველომ“ და „არქი პრომოუშენმა“ კი მაუწყებელს 7 000-დან 50 000 ლარის ფარგლებში გადაუხადეს.
ტელეკომპანია „ფორმულას“ ამავე პერიოდში 48 დამკვეთი ჰყავდა. დამკვეთ კომპანიებს, რომლებმაც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს „შპს ქონთენთ მენეჯმენტ ქომფანი“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“ წარმოადგენდნენ. 50 000-დან 100 000-მდე გადაიხადეს „პსპ ფარმამ“, „შპს პეტრა სი რეზორტმა“ და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა“. რაც შეეხება „თეგეტა მოტორსს“, „ჩინური მედიცინის ცენტრს“, „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში“, „შპს ორთაჭალა გეითს“ და მამუკა ხაზარაძეს, მათ „ფორმულაზე“ რეკლამაში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს.
„ტელეკომპანია პირველს“ მიმდინარე წლის II კვარტალში 55 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც „პსპ ფარმამ“ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ყველაზე მეტი – 100 000-დან 500 000-მდე ლარი გადაიხადეს. 50 000-დან 100 000-ის ფარგლებში დახარჯა „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“, ხოლო იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც მაუწყებელს 7 000-დან 50 000-მდე გადაუხადეს, შემდეგია: „შპს პირველი მეღვინეობა“, „ჩინური მედიცინის ცენტრი“, „დრიმლენდ ოაზისი“, „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“, „ნოვა“, „დიპლომატ ჯორჯია“ და „თ და კ რესტორნები“.
ხოლო რაც შეეხება „ჯი-დი-ეს თი-ვის“, ამავე პერიოდში მათი რეკლამის დამკვეთების რაოდენობა სულ 42 იყო, საიდანაც 50 000-დან 100 000 ლარამდე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ და Henkel Central Asia Caucasus LLP-მა დახარჯეს. 7 000-დან 50 000-მდე გადაიხადეს „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“, FICOSOTA-მ, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ“, „ლაქტალის ჯორჯიამ“, „დიპლომატ ჯორჯიამ“, Egis Pharmaceuticals PLC-მა, „იბერია რეფრეშმენტსმა“ა და „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობამ საქართველოში““, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.