კომუნიკაციების კომისია - საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ არ გვხვდებოდა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება, დაცული იყო ეთიკური სტანდარტები და ბალანსი
კომუნიკაციების კომისია - საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ არ გვხვდებოდა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება, დაცული იყო ეთიკური სტანდარტები და ბალანსი

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თვისებრივი და რაოდენობრივი პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, მედიამონიტორინგმა აჩვენა, რომ მედიაგარემო პლურალისტური და მრავალფეროვანია, თუმცა, „ტელეიმედის“, „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მაგალითზე ნათლად გამოჩნდა, თუ რაოდენ პოლარიზებულია წინასაარჩევნო მედიაგარემო.

„ცალსახაა მიკერძოება სხვადასხვა პოლიტიკური მხარის მიმართ. საინფორმაციო გამოშვებები, ისევე როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები გამოირჩევა ბალანსისა და ჟურნალისტური სტანდარტების დარღვევით. „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ პროგრამებში ხშირია ეთიკური ნორმების დარღვევა, ამავე არხებზე ხშირად გვხვდება შეცდომაში შემყვანი, ყალბი ინფორმაცია, ისმის მძიმე ბრალდებები, რომლებიც არ არის გამყარებული მტკიცებულებებით. ასევე, „მთავარი არხის“ შემთხვევაში ხშირია სიძულვილის ენის და უცენზურო ლექსიკის გამოყენების შემთხვევები

საინფორმაციო გამოშვებები ძირითადად დაბალანსებული და ეთიკური სტანდარტების დაცვით განთავსებულია საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მეტწილად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და „რუსთავი 2“-ზე. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტ საარჩევნო სუბიექტს ეთერი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაუთმო“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში პირველი არხის საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ (21:00) დაცული იყო ეთიკური სტანდარტები.

„ჟურნალისტთა ტექსტებში არ გვხვდებოდა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისას ბალანსი დაცული იყო. „მოამბეში“ მეტწილად შუქდებოდა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები.

„მოამბე“ ყველა გამოშვებაში მაყურებელს სთავაზობდა დაახლოებით 7-8 წუთიან კოლაჟს საარჩევნო სუბიექტების აქტივობების შესახებ. აქტივობები შუქდებოდა მიუკერძოებლად. კომუნიკაციების კომისიის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიში საგულისხმოა, რომ აქცენტი კეთდებოდა კანდიდატებისთვის თანაბარი დროის დათმობაზე და მაყურებელი, ძირითადად, ისმენდა პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დაპირებებს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია საქართველოს პირველ არხზე საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების შესახებაც.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში განთავსებულია საზოგადოებრივ–პოლიტიკური გადაცემა „თავისუფალი ხედვა“, რომელსაც სტუმრობდნენ „ევროპული საქართველო“ (ერთხელ), „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ (ერთხელ), „დემოკრატიული მოძრაობა“ (ერთხელ) და „სოლიდარობის ალიანსი“ (ერთხელ). „თავისუფალი ხედვის“ ფორმატი საარჩევნო სუბიექტებს საშუალებას აძლევდათ ესაუბრათ საკუთარ საარჩევნო პროგრამასა და პოლიტიკურ გეგმებზე. წამყვანი მთავარ აქცენტს სწორედ პროგრამების განხილვაზე აკეთებდა. ჟურნალისტი საშუალებას აძლევდა სტუმრებს ბოლომდე გამოეხატათ საკუთარი აზრი და ხედვა, ხშირად ცდილობდა დაეზუსტებინა ინფორმაცია, წამყვანის მხრიდან არ იგრძნობოდა მიკერძოება ან ირონია რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის მიმართ.

„კვირის ინტერვიუს“ ეთერში საარჩევნო სუბიექტებიდან მოწვეულნი იყვნენ: გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი (ერთხელ) და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი (ერთხელ). „კვირის ინტერვიუ“ პირველი არხის ეთერში ყოველ ოთხშაბათს გადის. 16 სექტემბერს „კვირის ინტერვიუს“ სტუმრობდა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე. წამყვანი გამოირჩეოდა ჩართულობით, არ ერიდებოდა კრიტიკული კითხვების დასმას და საკმაოდ ეფექტურ ოპონირებას უწევდა სტუმარს, არგუმენტად მოჰყავდა საზოგადოებრივი აზრის კვლევები, პოლიტიკოსების მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები, მათ მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები და ა.შ. 30 სექტემბერს გადაცემას სტუმრობდა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კახა კუჭავა. წამყვანი ამ შემთხვევაშიც ორიენტირებული იყო კრიტიკული კითხვების დასმაზე და არ უცდია რესპონდენტისთვის შეექმნა კომფორტული, ლოიალური გარემო. წამყვანი არ ავლენდა მიკერძოებას და თანაბრად მომთხოვნი იყო როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლების, ასევე, ოპოზიციის მიმართ“.

„აქტუალური თემა“ – საანგარიშო პერიოდში გადაცემას სტუმრობდნენ აჭარის მთავრობის (ერთხელ) და საქართველოს მთავრობის (ერთხელ) წარმომადგენლები. საანგარიშო პერიოდში „აქტუალური თემა“ სამჯერ გავიდა ეთერში, მონიტორინგს დაქვემდებარებული სუბიექტები კი აქედან მხოლოდ ერთ გადაცემაში იყვნენ მოწვეულები. კომუნიკაციების კომისიის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის ანგარიში გადაცემაში „ახალი კვირა“ გავიდა რეპორტაჟები მონიტორინგს დაქვემდებარებული შემდეგი სუბიექტების მონაწილეობით: ადგილობრივი მთავრობა (ერთხელ) და მთავრობა (ოთხჯერ). მაუწყებლის ყოველკვირეული ინფორმაციის შესაბამისად, „საზოგადოებრივ მაუწყებელის“ თვითრეგულირების მექანიზმში არც ერთი საჩივარი კომპანიის მიერ მიუკერძოებლობის, სამართლიანობის პრინციპისა და ბალანსის დარღვევის შესახებ არ შესულა“,- აღიშნულია კომუნიკაციების კომისიის ანგარიშში.