კომუნიკაციების კომისია მიმართავს მობილურ ოპერატორებს, კორონა-ვირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და რეკომენდაცია მოსახლეობას სმს შეტყობინების სახით, მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით მიაწოდონ.
„გამომდინარე კორონავირუსთან დაკავშირებული საფრთხეებისა და გამოწვევებისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოსახლეობას ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით გადამოწმებულ და სწორ ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა.
მოვუწოდებთ ჩვენი რეგულირების სფეროში შემავალ კომპანიებს, არსებულ ვითარებაში გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ვირუსთან დაკავშირებით ისეთი ინფორმაციის ან არასათანადო სოციალური რეკლამის გავრცელებისგან, რომელიც ოფიციალური უწყებების მხრიდან არ გაკეთებულა“, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.