კომუნიკაციების კომისია დღეს სავარაუდოდ „მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ გააფრთხილებს
კომუნიკაციების ეროვნული კომისია დღეს სავარაუდოდ „მაგთიკომს“ და „ჯეოსელს“ გააფრთხილებს. საუბარია კომპანიების მიერ კონსოლოდირებულ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებისა და უწყებების დაბალი, დემპინგური ფასებით მომსახურებაზე.
კომისიის ინფორმაციით, მიღებულ ზარალს „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ სხვა წყაროებიდან აბალანსებდნენ, რაც კანონისა და კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევაა.
„წინასწარი შესწავლით, მტკიცდება და დგინდება, რომ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ამ ორი ოპერატორის მხრიდან დემპინგურ მომსახურებას ჰქონდა ადგილი, რაც ქართული კანონმდებლობით დასჯადია. კანონი ზოგიერთი სამომხმარებლო ჯგუფის მომსახურებას დემპინგური ტარიფებით კრძალავს“, – განაცხადა 6 მარტს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელმა კახა ბექაურმა. მაშინ საკითხის განხილვა კომპანიების თხოვნით გადაიდო.
გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე გახდება ცნობილი, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება.