კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერთიფიკატები გადასცა
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ 12 მედიაორგანიზაციის ჟურნალისტს სერთიფიკატები გადასცა.
„ამბის თხრობა და რეპორტაჟი სოციალურ მედიაში“ ამ სახელწოდებით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიააკადემიამ 12 ჟურნალისტისთვის ჩაატარა ერთკვირიანი ტრენინგი.
ჟურნალისტებმა და რედაქტორებმა გამოცდილ ტრენერებთან ერთად , თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მულტიმედიუტი პროექტების შექმნაზე იმუშავეს. პრაქტიკული სამუშაოები მოიცავდა თემების გაშუქების სტრატეგიასა და აუდიტორიის ანალიზს.
ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონული მედიის წარმომადგენლებმა.
სერთიფიკატების გადაცემის შემდეგ მედიააკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით კაკაბაძემ სოციალური მედიის გამოწვევებზე ისაუბრა.