კომპოზიტორ გიორგი ჩლაიძეს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა
კომპოზიტორ გიორგი (გოგა) ჩლაიძეს ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ სამინისტროს სპეციალური ჯილდო – „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. დაჯილდოვების ცერემონია, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა.
გიორგი (გოგა) ჩლაიძეს დაწერილი აქვს ნაწარმოებები: სიმფონიური ორკესტრისთვის, საგუნდო ნაწარმოებები, საგუნდო ციკლი საბავშვო და ქალტა და მამაკაცთა გუნდისათვის ა კაპელა, კამერულ–ინსტრუმენტული და კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები, რომანსი და ხუთი პიესა ფორტეპიანოსათვის. ასევე, მაღალი ხმის, ფლეიტის, ვიოლონჩელოს, ტამტამისა და ფორტეპიანოსათვის, ნაწარმოებები მუსიკალური თეატრისათვის – “დარისპანის გასაჭირი” ,”ღვთაებრივი კომედია” და მუსიკა კინოფილმებისათვის.