კომპანია „ბოლტ ფუდის“ კურიერები სპორტის სასახლესთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები დამსაქმებლის მხრიდან პირობების გაუარესებას აპროტესტებენ. მათი თქმით, ძველი პირობებით, დატვირთვისას ბონუსი 100 პროცენტით იზრდებოდა, ახლა კი დღის ყველა მონაკვეთში სტანდარტული ტარიფი ერთ შეკვეთაზე 4 ლარია, პიკის საათში კი მხოლოდ 1.5 პროცენტით იზრდება.
კომპანია „ბოლტის“ კურიერების განცხადებით, მათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმართეს როგორც საქართველოში კომპანიის წარმომადგენლობას, ისე ესტონეთში სათაო ოფისს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.