კომპანია „ბადაგონის“ საქმეზე ლიზა ბაგრატიონის გამოკითხვა მიმდინარეობს
კომპანია „ბადაგონის“ საქმეზე ლიზა ბაგრატიონის გამოკითხვა მიმდინარეობს

კომპანია „ბადაგონის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი ლიზა ბაგრატიონი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

ლიზა ბაგრატიონის განცხადებით, გამოკითხვაზე გუშინ დაიბარეს, თუმცა კონკრეტულად რა კითხვები აქვს გამოძიებას, მისთვის უცნობია.

მისი თქმით, კომპეტენციისა და მის ხელთ არსებული ინფორმაციის ფარგლებში, მზადაა გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

ლიზა ბაგრატიონი კომპანია „ბადაგონში“  საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2006 წლიდან მუშაობს.

„ვერ ვხვდები ცოტა ჩემს ფუნქციონალურ დატვირთვას ამ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ მზად ვარ, რაც ვიცი, რასაც ვაკეთებდი 10 წლის განმავლობაში და რაც ჩემს თვალწინ ხდებოდა, ყველა კითხვაზე გავცე პასუხი. რა შინაარსისაა დაკითხვა, რა თქმა უნდა, ჩემთვის უცნობია, რას ეხება, ესეც უცნობია. ჩემთვის ეს არის ახალი ამპლუა, მოულოდნელი და გასაოცარი. საზოგადოების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არის შეცდომა. ის, რაც არ უნდა მომხდარიყო და მე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, როგორც ჩემი ქვეყნის მოქალაქე, როგორც ადამიანი, რომელიც იმედით უყურებს მომავალს, რომ ეს დღეს კიდევ ხდება, რომ ჩვენ ასეთ სტერსში ვართ და დაუმსახურებლად ვისჯებით“, -განაცხადა ლიზა ბაგრატიონმა.