კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი თანამედროვეობის ყველაზე მდიდარ ადამიანად დასახელდა
სააგენტო „ბლუმბერგმა“ კომპანია Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი თანამედროვეობის ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელა.
სააგენტოს მონაცემებით, ბიზნესმენის ქონება 150 მლიარდ დოლარას აღემატება. ეს თითქმის 55 მილიარდი დოლარით აღემატება Microsoft-ის დამფუძნებლის, ბილ გეიტსის ქონებას.
ბეზოსმა გეიტსის მიერ 1999 წელს დამყარებული რეკორდიც მოხსნა, როდესაც Microsoft-ის დამფუძნებლის ქონებამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ინფლაციის გათვალისწინებით, დღევანდელი 149 მილიარდი დოლარის ტოლია.
როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამგვარად ჯეფ ბეზოსი 1982 წლიდან მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი გახდა.
ამავე დროს „ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ბილ გეიტსის ქონებასაც შეეძლო გადაეჭარბებინა 150 მილიარდი დოლარის ნიშნულისთვის, თუმცა ბიზნესმენმა თანხების ნაწილი საქველმოქმედო მიზნებზე დახარჯა. 1996 წლიდან ბილ და მელინდა გეიტსების ფონდმა საქველმოქმედო მიზნებს Microsoft-ის თითქმის 700 მილიონი აქცია და 2,9 მილიარდი დოლარი შესწირა.