„კომერსანტი“ - საქართველოში პირდაპირი ავიაგადაზიდვების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები 36-დან 48 მილიონ დოლარამდე დაკარგავენ
საქართველოში პირდაპირი ავიაგადაზიდვების აკრძალვის გამო, რუსული ავიაკომპანიები 2,3-დან 3 მილიარდ რუბლამდე (36-დან 48 მილიონ დოლარამდე) დაკარგავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „კომერსანტი“ ავრცელებს. ეს ის თანხაა, რომელიც ავიაკომპანიებმა ბილეთების დაბრუნების სანაცვლოდ უნდა აანაზღაურონ.
ამასთან, როგორც „კომერსანტი“ წერს, უკვე ნაყიდი ბილეთებით ვეღარ ისარგებლებს 155 ათასი ადამიანი.
გამოცემის მონაცემებით, რუსული ტუროპერატორების დანაკარგი ბევრად მცირე იქნება, რადგან 8 ივლისის შემდეგ ტურები საქართველოს მიმართულებით 3,5 ათას ადამიანს აქვს ნაყიდი.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს 8 ივლისიდან საქართველოში ფრენა აუკრძალა. ამავე დღიდან რუსეთში ფრენას შეწყვეტენ ქართული ავიაკომპანიები.