კოლუმბიაში საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებების ფონზე მიმდინარეობს
კოლუმბიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები სამართალდამცველებთან შეტაკებებით მიმდინარეობს.
ქუჩაში 200 ათასზე მეტი ადამიანია გამოსული. მოქალაქეები ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკასა და დანაშაულთან ბრძოლის მიმართ ხელისუფლების მიდგომას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეთა დაშლას სამართალდამცველები წყლის ჭავლისა და ცრემლმდენი აირის საშუალებით უშედეგოდ ცდილობენ.
არეულობის შედეგად დაშავდა სულ მცირე, 28 სამართალდამცველი. პოლიციამ 22 პირი დააკავა.
მასშტაბური აქციები ქვეყნის მსხვილ ქალაქებში მიმდინარეობს. დედაქალაქ ბოგოტაში აქციის მონაწილეებმა კონგრესისა და მერიის შენობებზე იერიში მიიტანეს. ქალაქში გამოყვანილია ჯავშანტექნიკა.
კალეში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გზები გადაკეტეს და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხეს. 19:00 საათიდან ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.