კოლუმბიაში, პოლიციის აკადემიასთან ავტომობილის აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა
კოლუმბიის დედაქალაქში, პოლიციის აკადემიასთან ავტომობილის აფეთქებას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 24 პირი.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ინციდენტი ადგილობრივი დროით 09:30 საათზე მოხდა. ავტომობილმა ჯერ რამდენიმე საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაარღვია, რის შემდეგაც მასში დამონტაჟებული 80კგ. ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებში მინები ჩაიმსხვრა. ავტომობილის მძღოლი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევას უკვე გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტი და მომხდარი უიარაღო კადეტებზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტად შეაფასა. ივან დუკე თავდასხმაში პასუხისმგებელი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პირობას დებს.