კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა
კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა

კოლუმბიაში მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა და 30-მდე დაშავდა. ინფორმაციას „დოიჩეველე“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მეწყერმა დაფარა გზატკეცილი, რომელიც აკავშირებს ქალაქებს – მედელინსა და კუბდოს.

კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრიმ შემთხვევას ტრაგიკული უწოდა და თქვა, რომ მთავრობა მოსახლეობას ყველა საჭირო დახმარებას გაუწევს.

როგორც მედია წერს, რამდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ, მეწყრის ქვეშ რჩება.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა, თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ძლიერი წვიმა ხელს უშლის სამაშველო სამუშაოებს.