კოლუმბიაში ძლიერი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა
კოლუმბიაში ძლიერი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაშავდა. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოც ცნობით, დაშავებულებიდან 16 არასრულწლოვანია.
დედაქალაქ ბოგოტაში საცხოვრებელ შენობასთან აფეთქების შემდეგ ცეცხლი გაჩნდა, რის ლოკალიზებასაც მეხანძრეები რამდენიმე საათი ცდილობდნენ.
ბოგოტის პოლიცია აფეთქების რამდენიმე ვერსიას განიხილავს. მათ შორის, ერთ-ერთი ბუნებრივი აირის გაჟონვაა. სხვა ვერსიით კი, ძლიერი აფეთქება დენთთან უყურადღებო მოპყრობამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, ერთ-ერთ სახლში ცნობილი კოლუმბიური თამაში „ტეხოსთვის“ რეკვიზიტებს აკეთებდნენ, რომელიც სწორედ აღნიშნული ნივთიერებისგან მზადდება.